მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ნოემბერი  2017

    აქცია "სვეტის" ოფისთან- აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია მათ ატყუებს

    აქცია სამშენებლო კომპანია "სვეტის" ოფისთან. აქციის მონაწილეები კომპანიას ტყუილში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ "სვეტი" არ აშენებს სახლს, რომლის ჩაბარების ვადებიც იწურება. მათი თქმით, მშენებლობა უნდა დასრულდეს დეკემბერში, თუმცა მხოლოდ პარკინგის დონეზეა მიყვანილი.

    აქციის მონაწილეების თქმით, სამშენებლო კომპანიის ოფისში უთხრეს, რომ "სვეტის" წარმომადგენლები შეხვდებიან, თუმცა კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები ადვოკატის აყვანას და შესაბამის უწყებებისთვის მიმართვას გეგმავენ.

     

     

     

    http://pirveliradio.ge

     


პარტნიორები