მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ნოემბერი  2017

    მსოფლიოში ყველაზე ძვირად ცათამბჯენი ჰონ-კონგში გაიყიდა

    ჩინურმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ცენტრში ცათამბჯენი 5,15 მილიარდ დოლარად გაყიდა. ამ მასშტაბის თანხა მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე აქამდე არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, გაყიდვამდე 73-სართულიან შენობას ჰონგ-კონგის ყველაზე მდიდარი ადამიანი ლი კაშინი ფლობდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „Peaceful Development Asia Propery“ გახდა. კომპანია ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და ჩინეთსა და ჰონგ-კონგში საქმიანობს.

    ცათამბჯენი 1998 წელს აშენდა და მისი მშენებლობა მაშინ 384 მილიონი დოლარი დაჯდა.


პარტნიორები