მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ნოემბერი  2017

    ქართული წარმოების ფოლადის უნაკერო მილები უკვე ამერიკის ბაზარზეა

    რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პირველად ქარხნის ისტორიაში საკუთარი ბრენდით განახორციელებს უნაკერო მილების ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1000 ტონამდე პირველი საცდელი პარტია 25 ნოემბერს გაიგზავნება უდიდეს საექსპორტო ბაზარზე.

    საკუთარი ბრენდით მილების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მუშაობა დაიწყო 2 წლის წინ. ეს მოითხოვდა კომპანიის მენეჯმენტის, გაყიდვების გუნდისა და წარმოების თანამშრომლების მუდმივ და ინტენსიურ შრომას კლიენტების მოზიდვის, ხარისხის გაუმჯობესების და საწარმოო ხარჯების შემცირების მიმართულებით.

    ექსპორტი ჯერ ჩვენი რეგიონით დაიწყო - აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამას ევროპის ქვეყნები დაემატა: ჰოლანდია, იტალია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. ბოლოს კი ჯერი ამერიკის ბაზარზე მიდგა, რომელიც საერთაშორისო ბაზრებს შორის ყველაზე დიდია, ნაკლებად ფრაგმენტული და, ამავდროულად, მკაცრ ნორმებს უყენებს მწარმოებლებს.

    უნაკერო მილი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტია, რომელიც კი ექსპორტზე მასურად გასულა ჩვენი ქვეყნიდან.

     

     

     


პარტნიორები