სიახლეები
-
04 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ პროექტი "მწვანე ალმასის" მშენებლობა დაიწყო
კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა" „მწვანე ბუდაპეშტის" დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბური, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტის ,,მწვანე ალმასის" მშენებლობა დაიწყო.
ახალი პროექტ "მწვანე ალმასის" მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში -დიღომში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად მაისში დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული და აქედან 23 143 კვ მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება.
კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება 1 772 ბინით. "მაქრო ქონსთრაქშენის" წარმომადგენლების ინფორმაციით, "მწვანე ალმასში" მობინადრეებისთვის ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო, მათ შორის: საცურაო აუზები, საბავშვო და ღია სპორტული მოედნები, კალათბურთის სათამაშო სივრცეები, სარბენი ბილიკები, სპორტული დარბაზი, სავაჭრო ობიექტები, სოციალური აქტივობებისთვის განკუთვნილი ვერანდები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
ახალი პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტი ,,მწვანე ალმასის" სახეები - აჩი და შოთა არველაძეები, ,,მწვანე ბუდაპეშტის" მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები დაესწრნენ.
პროექტ "მწვანე ალმასის" საინვესტიციო ღირებულება 115 მილიონ დოლარამდეა.
"ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო ახალი პროექტი "მწვანე ალმასის" სახით დედაქალაქს სრულიად განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს შევმატებთ", - განაცხადა "მაქრო კონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარაერმა.
2013 წლიდან დღემდე "მაქრო კონსთრაქშენმა" საქართველოს ბაზარზე 70 მილიონ დოლამდე ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 150 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს.