მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  ნოემბერი  2017

    m2-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

    კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტი m2-ის დაკვეთით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა მოამზადეს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი როგორც ნახანძრალი 2 ჰექტარზე მეტიტერიტორიის გატყევება-აღდგენის, ასევე მისი შემდგომი მოვლის ეტაპები და პროცედურები.


    საქართვველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც m2-მა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მათი წინადადებების უმეტესობა სატენდერო დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული.


    ტენდერი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის გატყევება-აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს გამოცხადდა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლებათ.


    კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციაზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. m2-ის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი დ ათვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

     

     

     

     


პარტნიორები