სიახლეები
-
03 ნოემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
თბილისში, ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევი პირები შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, კახეთის გზატკეცილზე, კერძოდ, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა.
ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მეორე ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.
როგორც “სითი კვირას” “თბილსერვისში” განუცხადეს, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევმა პირებმა აღნიშნული ტერიტორია დაუყოვნებლივ დაასუფთავეს. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ.
”წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება”, – აცხადებენ “თბილსერვისში”