მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ივნისი  2016

    Maroon 5-ის კონცერტისთვის ,,საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

    პროექტ Сheck-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები იმართება. როგორც ცნობილია, 7 ივნისს ბათუმში ამერიკული პოპ როკ ჯგუფი Maroon 5 გამართავს კონცერტს.

    ცნობილი ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტზე უამრავი ადამიანი გეგმავს დასწრებას.

    სწორედ ამიტომ, ,,საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

    ჩქარი ელექტრომატარებლები N# 854/853 და N# 856/855 მიმდიანრე წლის 6, 7 და 8 ივნისს უზრუნველყოფენ კონცერტზე დასწრების მსურველთა გადაადგილებას.

    მატარებელთა მოძრაობის განრიგი კი შემდეგია:

    თბილისი (გასვლა) 10:25 სთ - ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ; ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ - თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ; თბილისი (გასვლა) 07:20 სთ - ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ; ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ - თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.

    "აღნიშნული მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად, მსურველებს გთხოვთ, დროულად შეიძინოთ ბილეთები. ,,საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!" – აცხადებენ რკინიგზაში.


პარტნიორები