სიახლეები
-
ზვარეთის ქუჩაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
თბილისის ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქ. #36-ში გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფეხმავლო გზაზე გადაადგილება ბევრად უსაფრთხო იქნება. გზის დამჭერი კედლის სიგრძე 23 მეტრია, სიმაღლე – 4,7 მეტრი.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ კვირაში დასრულდება.











