სიახლეები
-
28 ოქტომბერი 2017თქვენი რეკლამა
მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციას იწყებს
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
• აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;
• წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;
• სადახლო-ახკერპი - საქართველო-სომხეთის საზღვართან;
• ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო,
• წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;
• გუფთა-ონი;
• თბილისი (პანტიანი)-მანგლისი.
გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია. „ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



