სიახლეები
-
27 ოქტომბერი 2017თქვენი რეკლამა
თბილისის ახალი მერის პირობებში სამშენებლო ნებართვების გაცემის წესი გამკაცრდება
თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში გამკაცრდება სამშენებლოს ნებართვების გაცემის წესი, ამგვარად ის დაასრულებს დედაქალაქის ქაოტური განაშენიანების პროცესს, რაც უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა, ის არ არის მშენებლობების წინააღმდეგი, მაგრამ მიაჩნია, რომ ქალაქი სწორად და თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს და არა სპორტული მოედნებისა და სკვერების ხარჯზე.
“არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ქაოტური განაშენიანება, რაც 20-25 წლის განმავლობაში გვქონდა, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ შვილებს ეს ქალაქი არ უნდა დავუმახინჯოთ. მე მშენებლობის და განვითარების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად და თანმიმდევრულად და არა სკვერებისა და ხეების ხარჯზე”,- აცხადებს იგი.თბილისის არჩეული მერის თქმით, დედაქალაქი განვითარდება, აღმშენებლობის პროცესი გაგრძელდება, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, მაგრამ პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკებსა და სკევერებს.
კახა კალაძის განცხადებით, ამას ითვალისწინებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და რეკრეაციული ზონების გაზრდა სახელდება.
„გენგეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს ან თუ განვითარდება, უნდა განვითარდეს ეკოლოგიის ხარჯზე“,- განაცხადა კალძემ.



