მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ოქტომბერი  2017

    საუდის არაბეთს $500 მილიარდიანი მეგა-ქალაქის აშენება სურს

    საუდის არაბეთი მეტროპოლის აშენებას გეგმავს. პროექტ NEOM-ის ღირებულება $500 მილიარდს შეადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა გააკეთა.

    “ეს იქნება მეოცნებეთა ქალაქი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისა თუ კომპანიებისთვის არ იქნება განკუთვნილი,“ განაცხადა პრინცმა. ქალაქი მთლიანად განახლებად ენერგიაზე იმუშავებს, სადაც ტრანსპორტიზაცია მთლიანად ავტომატიზირებული, ხოლო Wi-Fi ინტერნეტი კი უფასო იქნება და იგი ქალაქის ყველა კუთხეში გავრცელდება.

    მოჰამედ ბინ სალმანის თქმით, პროექტის მიზანს მსოფლიოში ყველაზე ენერგოეფექტური ადგილის შექმნა წარმოადგენს. ქალაქი საუდის არაბეთის მმართველობისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს და იგი წითელი ზღვის სანაპიროზე აშენდება. ქალაქი იორდანიისა და ეგვიპტის საზღვრების გასწვრივ იქნება განლაგებული და იგი 26,500 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

    პროექტის მთავარი მხარდამჭერი საუდის არაბეთი და მისი საინვესტიციო ფონდია. ამასთან, NEOM-მა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ყურადღებაც მიიპყრო, როგორებიც SoftBank-ის დამფუძნებელი მასაიოში სონი და Blackstone-ის გენერალური დირექტორი, სტივენ შვარცმანი არიან. „NEOM-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა. თავიდან ეს არ მესმოდა, თუმცა როდესაც ლოკაციას ვესტუმრე, აღფრთვანებული დავრჩი,“ აღნიშნა მასაიოში სონმა.

     

     

     


პარტნიორები