Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $ids declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 293

Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344
მშენებლობებთან დაკავშირებით მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება

მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ოქტომბერი  2017

    მშენებლობებთან დაკავშირებით მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება

    "მშენებლობებთან დაკავშირებით მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება" - ამის შესახებ თბილისის არჩეული მერის, კახა კალაძის გუნდის წევრმა, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

    ხმალაძის ინფორმაციით, კალაძის გუნდს გეგმაში აქვს კომუნიკაცია სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან.

    ”რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ჩვენ მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალობას ვერ შევცვლით. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან, ვინაიდან უკვე დაწყებულ პროცესში ძალიან რთულია და შეიძლება სამართლებრივ სირთულეებსაც წავაწყდეთ, მაგრამ ოქროს შუალედებში გავლა უნდა შევძლოთ, რომ პროცესები სხვა მიმართულებით წავიყვანოთ. მომდევნო წლების განმავლობაში ის მშენებლობები, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს ქალაქის ინტერესებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მივუშვით იგივე დინებით, როგორც დაიგეგმა თუნდაც ერთი წლის წინ, ვერაფერს შევცვლით. მეც და ქალბატონი მაია ბითაძეც არც ერთ საათს არ ვკარგავთ, ვმსჯელობთ მუდმივად ძირითადად ამ საკითხზე, როგორი გამოსავალი შეიძლება იყოს გამოყენებული”, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებს მათი პრობლემებით დაინტერესების პირობა მისცა. ”ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ასეთი პრობლემებით”, - აღნიშნა ხმალაძემ.

    გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის მოადგილე იქნება.

     

     

     

     

     


პარტნიორები