სიახლეები
-
25 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
"ბათუმში აუცილებლად აშენდება ცათამბჯენი, რომელის არქიტექტურაც "ტრამპ თაუერის" მსგავსი იქნება"
"ბათუმში აუცილებლად აშენდება ცათამბჯენი, რომელის არქიტექტურაც "ტრამპ თაუერის" მსგავსი იქნება", - ეს განცხადება „სილ ქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა CNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პროექტში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი არქტიქტურა ისეთივე იქნება, როგორიც „ტრამპ თაუერის“ უნდა ყოფილიყო, თუმცა შეცვლილი სახელით - Silk Tower.
"ჩვენ შევწყვიტეთ ურთიერთობა ტრამპის ორგანიზაციასთან და ახლა ახალი ცათამბჯენის მშენებლობას ვიწყებთ. ეს იქნება ახალი ბრენდი "სილქ თაუერი“, რომელიც ჩემი კომპანიის "სილქ როუდ ჯგუფის" სახელს მიიღებს.
შეიქმნა ახალი გარემოება და რეალობა, ბატონი ტრამპი გახდა პრეზიდენტი, სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ დავეთანხმეთ კონტრაქტის შეწყვეტას. ახლა პროექტზე ვხარჯავთ 100 მილიონ დოლარს, რომელიც ზუსტად ისეთივე არქიტექტურული კონცეფციის იქნება, როგორიც ტრამპ თაუერი უნდა ყოფილიყო, - მხოლოდ სილქ თაუერის სახელით. ისეთივე იქნება როგორიც ტრამპის ორგანიზაციამ მიიღო 2012 წელს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა ვიზიტით. მჯერა რომ ეს იქნება სუპერ წარმატებული პროექტი", - განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალურად მიმდინარე წელს შეწყდა. შედეგად ტრამპის ორგანიზაცია გათავისუფლდა სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.