მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ოქტომბერი  2017

    ონის ჰესების კასკადის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

    დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის – ონის ჰესების კასკადის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ფერი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ სამშენებლო ნებართვას, სავარაუდოდ, სექტემბერში აიღებენ, მშენებლობა კი ოქტომბერში დაიწყებოდა. დღეს იორდანაშვილი აცხადებს, სამშენებლო სამუშოების დაწყება სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესის გაჭიანურებამ განაპირობა.

    მისი განცხადებით, ასევე მიმდინარეობს სახელმწიფოსგან და კერძო პირებისგან მიწების გამოსწყიდვის პროცესი. როგორც იორდანაშვილი განმარტავს, კომპანია „ფერი“ სამშენებლო ნებართვას ნოემბრის ბოლომდე მიიღებს, სამშენებლო სამუშოებს კი დეკემბერში დაიწყებს.

    მისი განმარტებით, ზოგადად, ბოლო პერიოდში საკმაოდ გართულებულია სანებართვო პროცედურები. „კითხვები ბევრია, გარემოს დაცვის კუთხით ახალი წესები და რეგულაციები გაჩნდა, დამატებით კვლევებს მოითხოვენ. რეალურად, კი სჯობს ნებართვები მარტივად გაიცემოდეს“-აცხადებს იორდანაშვილი.

    კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. 2021 წლისთვის ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

    პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

     

     

     


პარტნიორები