სიახლეები
-
23 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
თბილისს კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის მეორე ზონაში მდებარე N33 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 24 ოქტომბრიდან მიიღებს.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო დაწესებულება 350 ბავშვზეა გათვლილი. პატარა აღსაზრდელებს ბაღში კეთილმოწყობილი და მხიარული გარემო დახვდებათ.
N33 ბაღში დღეს ეზოს გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.