სიახლეები
-
20 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
პლატფორმა, რომელიც გაძლევთ საშუალებას თბილისში აღმოჩენილი პრობლემა რუკაზე დააფიქსირო
“ჩემი თბილისი” არის მერობის კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შემოთავაზებული პლატფორმა, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ისეთი თბილისი, როგორიც თვითონ სურთ და წარმოუდგენიათ,
ვებ-პლატფორმის მთავარი იდეაა, რომ ნებისმიერმა თბილისელმა შეძლოს ქალაქში აღმოჩენილი პრობლემის ან ინიციატივის რუკაზე დამატება, რომელსაც შემდგომში მერიის სამსახურები აღმოფხვრიან ან შეასრულებენ სპეციალური სწრაფი განხილვის შემდეგ.
თანამედროვე ქალაქებმა მსგავსი პრაქტიკა, ე.წ User-Generated Urbanism დიდი ხანია დანერგეს, რადგან მსოფლიოში არც ერთ საჯარო თუ კერძო სტრუქტურას არ შეუძლია პრობლემების ისე სწრაფად იდენტიფიცირება, როგორც ქალაქში გაფანტულ მაცხოვრებლებს. ტექნოლოგიის მსგავსი გამოყენება და მასში ქალაქის მაცხოვრებლების ჩართვა ითვლება ქალაქგეგმარების ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად.
ვებ-პლატფორმის გამოყენება ძალიან მარტივია: 1. თბილისის რუკაზე ირჩევ ადგილს, სადაც გსურს რომ აღმოჩენილი პრობლემა აღმოიფხვრას ან შენი ინიციატივა განხორციელდეს. 2. სურვილისამებრ ავსებ შენს პირად ინფორმაციას, რომ მერიას გაუადვილდეს დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაკავშირება. 3. მეტი კონკრეტულობისთვის ამატებ ფოტოს, პრობლემის/ინიციატივის სათაურს და მოკლე აღწერას.
ვებ გვერდი: www.ChemiTbilisi.ge