მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ოქტომბერი  2017

    კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა იწყება

    კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი აცხადებს.როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ეს არის კასკადი, რომელიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან.

    იორდანაშვილი განმარტავს, რომ სამშენებლო ნებართვას კომპანია მომავალი კვირის ბოლომდე მიიღებს. ამის შემდეგ კი დაიწყება სამშენებლო სამუშოები.

    როგორც ცნობილია, კომპანია „ფერს“ კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა 15 აგვისტოდან უნდა დაეწყო, თუმცა, ნებართვის გაცემა ამ დრომდე ვერ მოხდა.

    იორდანაშვილის ინფორმაციით, სტანდარტულად სამშენებლო ნებართვის გასაცემად 20 დღეა საჭირო. თუმცა ესეც ინდივიდუალურად განიხილება. მისი განმარტებით, ზოგადად, ბოლო პერიოდში საკმაოდ გართულებულია სანებართვო პროცედურები. „კითხვები ბევრია, გარემოს დაცვის კუთხით ახალი წესები და რეგულაციები გაჩნდა, დამატებით კვლევებს მოითხოვენ. რეალურად, კი სჯობს ნებართვები მარტივად გაიცემოდეს“-აცხადებს იორდანაშვილი.

    მისივე მტკიცებით, სრულად მოგვარებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების (ჯამში 30 ჰექტარი) გადაცემის საკითხი.

    როგორც ცნობილია, პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამშენებლო სამუშაოებს 3 წელიწადი დასჭირდება, პროექტის მფლობელი კი სრულად კომპანია „ფერია. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება.

     

     

     

     


პარტნიორები