მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ოქტომბერი  2017

    "მაღალსართულიანი მშენებლობების შეზღუდვა დეველოპერების თავის ტკივილია"

    კ2 კოეფიციენტის შეზღუდვა მცირე და საშუალო დეველოპერებისთვის დიდი თავის ტკივილია, - ამის შესახებ "საქმის კურსს" სამშენებლო კომპანია "ათორის" ხელმძღვანელმა ბესო თხელიძემ განუცხადა.

    მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ ამოქმედებული შეზღუდვა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მაღალსართულიან მშენებლობებს კრძალავს, არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ ბიზნესთან.

    ბესო თხელიძის ცნობით, მერია არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომელიც 5 ათას კვადრატზე ნაკლებ ფართობს მოიცავს. დეველოპერის განცხადებით, ამ მასშტაბის პროექტების მშენებლობის საშუალება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ.

    საბოლოო ჯამში, 5 ათას კვ.მ.-ზე მეტის განვითარება ქალაქის ცენტრში შეუძლია მხოლოდ საკმაოდ მსხვილ კომპანიას. გამოდის, რომ საშუალო და წვრილი კომპანიები შეიზღუდებიან და მსხვილ კომპანიაზე არ იქნება შეზღუდვები. ანუ "მ2" და "აქსისი" ისევ ააშენებენ მაღალსართულიან შენობებს და მცირე და საშუალო კომპანიები ვერა,- ამბობს ბესო თხელიძე.

    დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შეზღუდვების პირობებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 5-სართულიანი პროექტების მშენებლობას ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია. მისი განმარტებით, 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობისას, დეველოპერს უწევს, 2-3-სართული მობინადრეებს გადასცეს მიწის სანაცვლოდ. რაც შეეხება გარეუბნებს, ბესო თხელიძის თქმით, ბინები აქ იაფია, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, ამიტომ კერძო სექტორს არ უღირს გარეუბნებში ბინების მშენებლობა.

    "თუ დედაქალაქის გენერალური გეგმა ამ სახით დამტკიცდება, კატასტროფა იქნება. საქმე ისაა, რომ ახალი გენგეგმის მიხედვით, უნდა განვითარდეს მიტოვებული ქარხნები. საბჭოთა კავშირის დროს კი აქ ისეთი დაბინძურება იყო, დიდი რადიაციაა მიმდებარე ტერიტოარიაზე. დაბინძურებული გარემო კი მიმზიდველი არ არის",- აცხადებს თხელიძე.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები