სიახლეები
-
ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის 101 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
შპს "სტადიონმა" ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, გუშინ, 19 ოქტომბერს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა ააგოს.
ტენდერის პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიამ სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელსა და 10 თვეში, 2020 წელს უნდა ჩააბაროს.
ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101`700`000.00 ლარია.
წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დასრულდება.





