სიახლეები
-
19 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, ენერგოეფექტური ბიზნეს სახლის კონსტრუქციას „ენსისი“ ააშენებს
თბილისში, ბიზნეს სახლის კონსტრუქციას კომპანია ენსისი ააშენებს.
სწორედ ეს კომპანია დასახელდა ბიზნეს სახლის პროექტის პირველი ეტაპის ტენდერის გამარჯვებულად. თუ მის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია კომისიის მიერ მოწონებული იქნება მასთან კონტრაქტი გაფორმდება.
კომპანიამ სამუშაოების შესრულებისთვის 10.08 მლნ ლარი მოითხოვა, ზედა ჭერი 11.5 მილიონი იყო.
საპროექტო შენობა არის თანამედროვე, ინოვაციური და ენერგოეფექტური, რომელიც „მწვანე შენობის“ LEED -ის ვერცხლის სერტიფიკატის მქონე პირველი შენობა იქნება საქართველოში.
„ბიზნეს სახლში“ უზრუნველყოფილი იქნება როგორც ფიზიკური ისე ელექტრონული სივრცის განვითარება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში, 600 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ,
სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია ეტაპებად, პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს IV კატეგორიის მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი შენობის კარკასის მშენებლობა. დანარჩენ სამუშაოებზე დაამტებითი ტენდერები გამოცხადდება.
ახალი კონცეფციის სივრცე, რაც ბიზნესისთვის სხვადასხვა უწყებებში გაფანტული სერვისების ერთად და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს, თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე, N 3 -ში განთავსდება.
როგორც პროექტის წარდგენისას აღინიშნა, შენობას ექნება მწვანე სახურავი, იქნება მზის ენერგიით უზრუნველყოფილი.