მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  ოქტომბერი  2017

    ამიერკავკაშიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული სასტუმრო-პროექტი ქობულეთში ( ინვესტიცია 200 მილიონი ლარი )

    ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკაშიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს. 

     


    ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი.  ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

     



     

     




    40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

     

     

     

     


პარტნიორები