მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ოქტომბერი  2017

    თბილისში ბეტონის ფილების მწარმოებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

    თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. „მეგაპროდაქშენი“ ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს.
    საწარმო დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ ახლადგახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს.
    “ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს – „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში.
    მისივე ინფორმაციით, საწარმო „მეგაპროდაქშენი“ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, რადგან მნიშვნელოვნად აჩქარებს და აიაფებს მშენებლობას, სახარბიელო აქვს ხარისხის მაჩვენებლებიც.

     

     

    მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა სახარბიელოა. პრემიერ-მინისტრმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს “მეგაპროდაქშენს“, რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.
    “ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი მივმართეთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასვე ვაპირებთ მომავალ წელს. იქნება კიდევ უფრო სერიოზული ზრდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. მხოლოდ ამ კომპანიაში დღეს შექმნილია 50 ახალი სამუშაო ადგილი, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შემდეგ ეტაპზე, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება, უკვე 100 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი.100 დასაქმებული ადამიანი არის 100 წელში გამართული ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

     

     

     

     


პარტნიორები