სიახლეები
-
13 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობას თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს
წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს, რომლის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ არსებულ პროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თავდაპირველად თუ დაგეგმილი იყო 24 000 კვადრატული მეტრის ინდივიდუალური სახლებით ათვისება, განახლებული პროექტით, დაგეგმილია 12 000 კვადრატულ მეტრზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა.
ბაბუნაშვილის მტკიცებით, განახლებულ პროექტს ინვესტორი კომპანია დაახლოებით 2 კვირაში წარმოადგენს, რომლის შემდეგაც უკვე დოკუმენტაცია წყალტუბოს გამგეობაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად შევა.ბაბუნაშვილის თქმითვე, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება, რაც ინდივიდუალური სახლების მშნებლობას გულისმხობს. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის სრულად განვითარება 2018 წლის ზაფხულისთვის იყო დაანონსებული. თუმცა, ვადებმა პროექტში ცვლილებების შეტანის გამო შესაძლოა, გადაიწიოს.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია, თუმცა, როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, განახლებული პროექტის ფარგლებში შესაძლოა, ინვესტიციის ოდენობაც დაკორექტირდეს.
მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა.