სიახლეები
-
11 ოქტომბერი 2017თქვენი რეკლამა
ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დეკემბერის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბ ალავიძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ფაზა დასრულებულია და უკვე მშენებლობის ფაზა იწყება, რომელსაც მონიტორინგს მისი უწყება გაუწევს.
„ ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ანაკლიის პორტის მშენებლობას. დასრულდა ერთი ეტაპი. ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა და მივედით იქამდე, რომ უკვე იწყება მშენებლობა დეკემბრის ბოლოს", - განაცხადა ალავიძემ და აღნიშნა, რომ პორტის აშენება ქვეყანას საშუალებას მისცემს გამოვიყენოს მთელი სატრანზიტო პოტენციალი.
, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
"პროექტი მიმდინარეობს წარმატებით, საფინანსო ინსტიტუტებთანაც მოლაპარაკებებს კონსორციუმი ახორციელებს წარმატებით“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.



