სიახლეები
-
09 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
კაზინო „არაგვის“ ტერიტორიაზე 100-მილიონიანი პროექტი გაურკვეველი ვადით შეჩერდა
სანაპიროზე, რესტორან „არაგვის“ ნაცვლად ახალი მრავალფუნქციიური კომპლექსის მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. კომპლექსის მოსაწყობად დაფინანსების მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა „კომერსანტს“ განუცხადა, ტერიტორია საკმაოდ მოცულობითია, პროექტის ღირებულება ნებისმიერი სახით საკმაოდ დიდია, შედეგად, ასეთი მასშტაბისთვის ინვესტორის მოძიება საკმაოდ რთულია.
როგორც გადაევი აცხადებს, ტერიტორიის ფართობი პროექტის სირთულეს განაპირობებს. საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს.
კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროექტის განხორციელება და რატომ ვერ ხერხდება ინვესტორების მოძიება, გადაევი განმარტავს, რომ საქართველო, რაც ინვესტორებისთვის საინტერესო გახდა, დღემდე უძრავ ქონებაში 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია მხოლოდ რამდენიმემ ჩადო. მისი განცხადებით, საქართველოში უძრავ ქონებაში ყველაზე რთულია ინვესტიციების მოზიდვა.
„სხვა დანარჩენი დარგები, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივ რესურსებთან, კომუნიკაცებთან ან ინფრასტრუქტურასთან, ინვესტორებისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია. 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ უძრავი ქონება ბევრად უფრო გრძელვადიანი და დაბალმომგებიანი სექტორი გახდა“ - აცხადებს გადაევი.
როგორც გადაევი აცხადებს, კომპანიამ რამოდენიმე სახის კონცეფცია დაამუშავა. მისი თქმით, არსებობს პროექტის 3-4 ვარიანტი, თუმცა აქედან რომელზე შეჯერდებიან და საბოლოოდ რომელი შევა თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვისთვის, ამ დროისთვის უცნობია. გადაევის განცხადებით, ყველა ვარიანტის შეთავაზება ხდება ინვესტორებისთვის, მათ შორის, რეიტინგული კი საბოლოო პროექტი იქნება.
„ინვესტორებთან კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, მათგან დაინტერესება არსებობს. ინტერესის გამოხატვას რეალურობამდე ბევრი აკლია“ - აცხადებს გადაევი.
როგორც ცნობილია, არაგვის ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად ტერიტორიაზე „ჰაიატის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა კომპანია სასტუმრო Hyatt Regency-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში აშენებს.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტის ფოტოები, რომლის მიხედვითაც, სანაპიროზე, გმირთა მოედნის მიმდებარედ 5 მრავალსართულიანი და მულტიფუნქციური შენობა უნდა აშენდეს. „კომერსანტი“ გთავაზობთ აღნიშნულ ფოტომასალას.