მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ოქტომბერი  2017

    თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერების მშენებლობა იგეგმება

    ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქ.N58- სა და ვერჰარნის ქ.N7-ში ახალი სკვერის მშენებლობა იგეგმება. რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სკვერებში დაიგება ბორდიურები, დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები. სკვერების დაპროექტებისას მოქალაქეების ყველა მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული. სკვერების მოწყობის სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება. ჩუღურეთის რაიონში, 2017 წელს 32 სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო 3 ახალი სკვერი, წლის ბოლომდე კი კიდევ სამი ახალი სკვერის მშენებლობაა დაგეგმილი.

     

     

     

     

     


პარტნიორები