სიახლეები
-
მომავალ წელს გზების მშენებლობისთვის 1.283 მილიარდი დაიხარჯება
მომავალ წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 1.283 მილიარდი დაიხარჯება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება კი, ჯანში 572 მილიონით, 1.83 მლრდ ლარამდე გაიზრდება, - ასეთია 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი.
მომავალ წელს გზების მშენებლობის არაერთი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) – 250 მლნ ლარი;
ავტობანი ზემო ოსიაური-რიკოთი – 80 მლნ ლარი;
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა - 150 მლნ ლარი;
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70 მლნ ლარი;
ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45 მლნ ლარი;
ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი;
ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი;
აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) - 20.0 მლნ ლარი;
ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი;
სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20 მლნ ლარი;
გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60 მლნ ლარი;
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53 მლნ ლარი;
თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25 მლნ ლარი;
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25 მლნ ლარი;
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25 მლნ ლარი;
მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10 მლნ ლარი;
აღსანიშნავია, რომ ამ თანხების გარდა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის კი, 254.9 მლნ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.




