მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ოქტომბერი  2017

    როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა – სასურველ დიზაინს ხალხი ირჩევს

    ​თბილისის კოსტავას ქუჩაზე ასაშენებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა, უკვე რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
    კომისია აფასებს პერსონალისა და პრეტენდენტის გამოცდილებას, მიწოდების ვადას და ფუნქციონალურ მხარეს, ხოლო, შენობის დიზაინს – ხალხი.


    კონკურსის შედეგად შეირჩა სამი – შპს BWC -ს, შპს თბილქალაქპროექტისა და შპს არტსტუდიო-პროექტის მიერ შექმნილი, ტელევიზიის შენობის მაკეტი, რომლებისთვისაც ხმის მიცემა შესაძლებელია 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე, 12 საათში ერთხელ, ინტერნეტის მეშვეობით.


    საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს შპს თბილქალაქპროექტის მიერ წარმოდგენილი პროექტი.


    კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დაპროექტებისას ბევრი შინაარსობრივი თუ ტექნიკური ფაქტორები გაითვალისწინეს და შეეცადნენ შეექმნათ ისეთი შენობა, რომელიც თავისი აზრობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობას მხოლოდ სამაუწყებლო საშუალებებით არ მოახდენს. შენობა ასევე, უნდა იყოს არქიტექტურული მონუმენტი.


    “შენობის არქიტექტურა საკმაოდ პომპეზური და მასიურია, თუმცა, სიმსუბუქეს ფასადზე გაჩენილი ჭრებით იძენს. ის კოსტავას ქუჩის არქიტექტურისთვის არადამახასიათებელია, თუმცა, შევეცადეთ შენობა თვითმყოფადი ყოფილიყო და არ დამსგავსებოდა ამ გარემოში არსებულ სხვა ობიექტებს, მაგრამ იმავე დროს, ჰარმონიულად თანაეარსება მათთან”,- აცხადებენ პროექტის ავტორები.


    ​ფასადზე დომინირებს ორი ფერის ტონალობა ღია ნაცრისფერი და წითელი. ეს უკანასკნელი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპორატიული ფერი წამყვან როლს ასრულებს კომპლექსის ვიზუალურ მხარეში. მეორე მხრივ სითეთრე კომპლექს სიმსუბუქეს ანიჭებს.


    ​შენობა მოიცავს 7 სართულს, აქედან სამი სართული პარკირებას ეთმობა, 4 კი სამუშაო სივრცეს. შენობის პირველი სამი სართული დაიფარება ხელოვნური მიწაყრილით, რათა შენობამ თავისი მოცულობით არ დაარღვიოს ქუჩის ხაზი და იმავდროულად შენარჩუნდეს ტერიტორიაზე შექმნილი რელიეფი, რომლის საშუალებითაც ერთგვარი ოპტიკური ილუზიით, შვიდსართულიანი შენობის ნაცვლად ოთხსართულიან შენობას მიიღებენ.


    ​პროექტის თანახმად, შენობის ცენტრალური შესასვლელი განთავსდება კოსტავას ქუჩის მხრიდან, სადაც მოეწყობა შშმ პირებისთვის ინტეგრირებული პანდუსი და კიბე, რაც მთავარ შესასვლელს პომპეზურობას მიანიჭებს.


    ​შენობის შიგნით კომფორტული საერთო სამუშაო სივრცის შესაქმნელად გადაწყდა, შენობა ვიზუალურად ორად გაეჭრათ. ცენტრალური ჭრა შესასვლელი გახდა, რომელიც გარშემორტყმულია წითელი კონსტრუქციით, ამგვარად მზის სინათლე მაქსიმალურად შეაღწევს შენობაში.

     

    შპს BWC


    1-FOTO2-FOTO2-A-FOTO 

     

    შპს არტსტუდიო-პროექტი


    3-FOTO4-FOTO5-FOTO

     

    შპს თბილქალაქპროექტი


    6-FOTO7-FOTO

     
     
     
     
     
     
     


პარტნიორები