მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ოქტომბერი  2017

    მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

    თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტის ინვესტორი კომპანია „ბრუმველია". მისი პარტნიორი საქართველოში კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას კომპანია „გლობალ უნი გრუპია.

    კომპანიამ თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო. დამტკიცებულია კომპანიის მიერ წარდგენილი გენერალური განვითარების გეგმაც, რომელშიც თბილისის გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შენიშვნებიც იყო გათვალისწინებული.

    ლაშა ჟვანია ვარაუდობს, რომ დარჩენილ პროცედურებს 6-8 თვე დასჭირდება და შემდეგ დაიწყება მომზადება მშენებლობის დასაწყებად. საუბარია, დაგეგმარებაზე და გარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გაკეთდება. გამოცხადდება ტენდერიც იმ სამშენებლო კომპანიების გამოსავლენად, რომელიც პროექტს განახორციელებენ.

     



    პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული 2 სკოლის, 2 საბავშვო ბაღის, სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროს, ასევე საზოგადეობრივი ადგილების, დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრების მოწყობა. ჟვანიას განმარტებით, განხორციელდება 230 - 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. შედეგად, თბილისს ექნება ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რომელიც სრული თანამედროვე ინფარსტრუქტურით იქნება გამართული.

    რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ეს რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

    პროექტის მიხედვით საუბარია 60 ჰექტარის ტერიტორიაზე მუხიანსა და გლდანს შორის. ლაშა ჟვანიას ინფორმაციითვე, კომპანია „ბრუმველს დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელეს, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა.
     

     

     

     


    ავტორი: სოფო ქსოვრელი 

     

     


პარტნიორები