სიახლეები
-
30 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. გადაწყვეტილებას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
როგორც ბათუმის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი კირთაძე ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მწვანე კონცხზე არსებული მიწის ნაკვეთს მთავრობა კომპანია ”ბიზნეს დეველოპმენტს” გადაცემს.
”კომპანიას მიწის ნაკვეთი 49-წლიანი იჯარით გადაეცემა, ხოლო კომპანიის უკან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელმაც კაპიკებში შეიძინა უნივერსიტეტის შენობა და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბაგიროების მოწყობას გეგმავს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ, თუმცა საკრებულომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს პირად საკუთრებაში გადასცა. ფაქტობრივად, მწვანე კონცხზე პლაჟი აღარ იქნება”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. დეპუტატები მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდნენ.