მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  სექტემბერი  2017

    მუხიანში 680 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი მოეწყობა

    თბილისის გლდანის რაიონში, მუხიანის 4- ა მიკრორაიონში, N1-2 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ 680 კვ.მ-ზე სპორტული მოედანი მოეწყობა. ამ დროისთვის ძველი ბალახის ხელოვნური საფარის და დაზიანებული ღობის დემონტაჟი მიმდინარეობს. სპორტული მოედნის მოწყობას გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

    ​სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ლითონის მავთულ-ბადეები, ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და ტრიბუნები მოეწყობა. ბალახის ახალი საფარი დაიგება.
    სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესა და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

     

     

     

     

     


პარტნიორები