მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივნისი  2016

    ფოთში ტექსტილის ქარხნის მშენებლობაში $10 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება

    კომპანია "აჭარა ტექსტილი" ფოთში ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ადგილზე საწყის ეტაპზე 300 პირი დასაქმდება, სამომავლოდ კი მათი რიცხვის გაზრდა 3000-მდეა დაგეგმილი.

    "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, რომ კომპანიას ადგილი უკვე შერჩეული აქვს და ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ქარხნის მშენებლობა მომავალი თვიდან დაიწყება და ის წლის ბოლომდე დასრულდება. "აჭარა ტექსტილი“, რომელიც უკვე ფლობს ორ ტექსტილის ქარხანას ბათუმში, ფოთში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ადგილზე წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გავა. ოსმან ჩალიშქანის განცხადებით, ფაბრიკა სხვადსხვა ბრენდების სპორტული ტანისამოსის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

     


პარტნიორები