სიახლეები
-
28 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გაყვანა მიმდინარეობს
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტეტის მშენებლობის ადგილამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყო. საუბარია, ჰერმან გმაინერის ქუჩიდან (საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორია ) მუხნარის ტერიტორიაზე ახალი გზის გაყვანაზე.
ადგილზე დასაქმებულებმა განგვიმარტეს, რომ რიონის დასახლებაში გზის გაყვანის სამუშაოები 20 სექტემბრიდან დაიწყეს. სამუშაობს ასოციაცია "ატუ" ახორციელებს.საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ტექნოლოგიური
უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზა
ასოციაციის წარმომადგენელ დევიკო აბრამიშვილის ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილემდე მისასვლელი გზა თავიდან გაიყვანეს, რადგან ტერიტორიაზე მანქანით სამოძრაო გზა ამდრომდე არ არსებობდა.
"20 რიცხვში დავიწყეთ სამუშაობი, უნდა დავყაროთ სილა და მოვასწოროთ ზედაპირი, რომ შესაძლებელი გახდეს მშენებლობის დაწყება", - ამბობს ასოციაცია "ატუს" წარმომადგენელი, დევიკო აბრამიშვილი.
მისი თქმით, 3 კილომეტრიანი გზა, რომელიც ქუთაისის ცენტრალური გზა ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირდება თითქმის დასრულებულია.
"დაახლოებით დაგვრჩა 600-მდე მეტრი მეტი არ იქნება, ამისთვის 4-5 დღე საკმარისია", - ამბობს დევიკო აბრამიშვილი.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თემურ მურღულიას თქმით, სასწავლებლის შენობის მშენებლობა გზის მოწესრიგების დასრულების შემდეგ დაიწყება.
"ოქტომბერში უკვე იწყევა სამუშაობი. მოხდება ელექტროენერგიის და გზის მოწესრიგება. 10-15 ოქტომბრისთვის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება", - განაცხადა 27 სექტემბერს ქუთაისში ვიზიტად მყოფმა თემურ მურღულიამ.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150მ.