მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  სექტემბერი  2017

    აშშ-მ მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

    ამერიკის შეერთებულ შტატებმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ აშშ-ს საბაჟო-სასაზღვრო სამსახური იუწყება.

    „დღეს სან-დიეგოში, კედლის რვა მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო, ოთხი მათგანი ბეტონის იქნება, დანარჩენი ოთხი კი - ალტერნატიული მასალების“, - ნათქვამია განცხადებაში.

    „ყველა ნიმუში სიმაღლეში 5,5-დან 9 მეტრამდე იქნება და ისე აშენდება, რომ კონკრეტულ მონაკვეთებში საზღვრის უკანონო გადმოკვეთა აღმოიფხვრას. მათ საფუძველზე შეიქმნება მომავალი პროექტები, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ გაუმჯობესდება, რათა აშშ-ს სასაზღვრო სამსახურის მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

     

     

     

     


პარტნიორები