მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  სექტემბერი  2017

    არქეოლოგებმა ხეოფსის პირამიდის მშენებლობის საიდუმლო ამოხსნეს

    ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა, რომელსაც არქეოლოგი მარკ ლენერი ხელმძღვანელობს, უძველესი პაპირუსი აღმოაჩინა, სადაც ხეოფსის პირამიდის მშენებლობაა აღწერილი.

    კერძოდ, დოკუმენტში მოთხრობილია, როგორ გადაჰქონდათ ეგვიპტელებს კირქვისა და გრანიტის 2,5 ტონიანი ბლოკები 800 კილომეტრის მანძილზე.

    პაპირუსის ავტორი, რომელიც 40 მუშის ზედამხედველი იყო, აღწერს, რომ ეგვიპტელებმა მდინარე ნილოსს კალაპოტი შეუცვალეს და ხელოვნული არხი გააკეთეს. მშენებლები იყენებდნენ ხის ნავებს, რათა უზარმაზარი ბლოკები გადაეტანათ.

    პაპირუსის გარდა მკვლევარებმა ნავის ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონი ხეოფსის მმართველობის სიმბოლო იყო.

     

     


პარტნიორები