სიახლეები
-
25 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
მთაწმინდის რაიონში რეაბილიტაცია 13 ავარიულ სახლს უტარდება
თბილისის მთაწმინდის რაიონში, ამ დროისთვის, ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 13 მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ივ. კერესელიძის ქუჩის №1-ში, ჭოველიძის ქუჩის №61-ში, ამაღლების ქუჩის №36-34/2-სა და ვ. აბაშიძის ქუჩის №4-ში. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, მიხეილ გოგოლიძე, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, 2017 წლის ბოლომდე, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დამატებით 13-ი ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდება. 2017 წელს, აგვისტოს თვის ჩათვლით, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ 269 პროექტი დაფინანსდა.