სიახლეები
-
25 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
მაღალი შენობებიდან ადამიანების სწრაფი ევაკუაციის უნიკალური სისტემა (ვიდეო)
ადამიანი შესაძლოა მოხვდეს უალტერნატივო ვითარებაში, როდესაც საჭიროა სასწრაფო ევაკუაცია.
Escape Chutes -ის გამოყენება შესაძლებელია ყველაზე მაღალ შენობებში ხანძრის, ტერორისტული, ან კრიმინალური თავდასხმის, თუ საწარმო ავარიის დროს, რამაც შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიღოს, ან ადამიანმა მიიღოს სხეული სერიოზული დაზიანებები.
ვერტიკალური ევაკუაციის სისტემა ასრულებს საევაკუაციო კიბის ფუნქციას. Escape Chutes -ი პირველად გასული საუკუნის 60-70-იან წლებში შექმნა ჯერარდ ზეფინიმ. დღეს კი ის, მაღალი შენობებიდან ექსტრემალური ევაკუაციის ფართოდ მიღებული საშუალებაა. ის ევაკუირებულებს მიწაზე ვერტიკალური დაშვების საშუალებას აძლევს. ვერტიკალური დაშვების ბადის მეშვეობით ერთ წუთში, 25 ადამიანის ევაკუირებაა შესაძლებელი. შენობის სიმაღლის მიუხედავად, 15 წუთში 360 ადამიანს შეუძლია დაეშვას შენობიდან მიწაზე.