მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  სექტემბერი  2017

    თბილისში მასშტაბური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

    თბილისში ოლიმპიური ქალაქის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებელობა დაიწყო.

    ამასთან დაკავშირებით განცხადება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა გაავრცელა.

    "საქართველოს მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისში ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 სათამაშო და სავარჯიშო მოედნის მოწყობა დაიწყო, რომლებითაც რაგბისტები და ფეხბურთელები ისარგებლებენ. ამჟამად მოედნების ძირითად ნაწილზე სადრენაჟო სისტემების მოწყობა და მიწის მოსწორებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ერთზე საფარის დაგება დასასრულს უახლოვდება", - წერია განცხადებაში.

    პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული კომპლექსი, რაც კი საქართველოში აშენებულა.

     

     

     


პარტნიორები