მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  სექტემბერი  2017

    ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა

    ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწყობისთვის ინტენსიური სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლოდან უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე არ განახლებულა.

    ფონდი “ქართუს” ხელმძღვანელი, ვახო ცაბაძე მიმდინარე წლის 16 ივლისს განმარტავდა, რომ დაიწყებოდა კამპუსების მშენებლობა.

    ტერიტორიაზე ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ორი თვის წინ.

     

     

    ტერიტორია, სადაც უნივერსიტეტის კამპუსები უნდა აშენდეს

    ადგილობრივები განმარტავენ, რომ დიდი ხანია ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა. მათი თქმით, მხოლოდ გეოლოგები დადიოდნენ.

    “რამდენიმე თვის წინ იყვნენ მოსულები, სილა მოიტანეს. შეკრებაც ჰქონდათ, თათბირივით, მაგრამ მის მერე არავინ გვინახავს”, – გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, ოლგა აბაშიძემ.
     




    მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

    იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

    პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

    პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150მ.

     

     

     

     

     


პარტნიორები