სიახლეები
-
22 სექტემბერი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში სარაჯიშვილის 2 - ში მეგა პროექტის მშენებლობა იწყება
მალე თბილისში, სარაჯიშვილის 2 - ში მეგა პროექტის მშენებლობა დაიწყება
პროექტის მიხედვით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს "აპარტ-ჰოტელებს", კომერციულ და საოფისე სივრცეს,ასევე სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ და საინვესტიციო ფართებს. ამ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიდის მოლაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი Ibis - ია. ბრენდული სასტუმრო 120 ნომრიანი იქნება.

მიწისქვეშ არის გათვალისწინებულია 2 დონიანი პარკინგის მოწყობა , განიხილება ცალკე ტერიტორიის შეძენა, სადაც ასევე საპარკინგე სივრცე იქნება.
„გრაპა კაპიტალის" პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა „სარაჯიშვილის მეტროს " საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება .
პროექტის დასრულების თარიღი 2022 წელია. საინვესტიციო ღირებულება კი 120 მილიონ დოლარს შეადგენს.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია 43 000 მ² მიწის ფართობზე. პროექტის მიხედვით კომპლექსი მოიცავს :
საცხოვრებელ ფართს - 130 000 მ²,
კომერციულ და საოფისე ფართებს - 70 000 მ².
"გრაპა კაპიტალი" მომხმარებელს სთავაზობს ფართო არჩევანს:
საცხოვრებელი ტიპის ბინებს,
სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ ბინებს,
აპარტამენტებს,
სტუდიოს ტიპის ბინებს 24 მ²-დან.



