სიახლეები
-
22 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
პეკინის ქუჩასთან მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდება
პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, სადაც 200-მდე ავტომობილი დაეტევა, - სამომავლო პროექტი თბილსის მერმა რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის გახსნისას დააანონსა.
ნარმანიას განცხადებით, ახალი, მიწისქვეშა პარკინიგის მშენებლობა, სავარაუდოდ, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების შეერთების ადგილთან მოხდება.
მანამდე, ამავე ადგილას დამატებით 50 საპარკინგე ადგილი შეიქმნა.
პეკინის ქუჩაზე ასევე მოეწყო ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის ”ბას ლაინი”, და მათთვის მოძრაობა 23 სექტემბრიდან ორმხრივი იქნება, სხვა ტრანსპორტისთვის ცალმხრივი.