მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  სექტემბერი  2017

    ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრეულ ნაწილს gwp აღადგენს

    თბილისის გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზაზე, სადაც მილი დაზიანდა და საავტომობილო გზა ჩაინგრა, ამ დროისთვის შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები იწყება. ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც.


    თბილისის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სრულ პასუხისმგებლობას იღებს დაზიანებაზე და ყველანაირ რეაბილიტაციას განახორციელებს.


    „საჭირო ტექნიკა უკვე ადგილზე იმყოფება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს. gwp დაზიანებულ მილს აღადგენს, გზის საფარს გამოასწორებს და ხელახლა დააგებს. სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა.

     


    კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის სამუშაო ჯგუფი სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანებების აღდგენა. უკვე გადაკეტილია მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.


    აღსანიშნავია, რომ ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კუთვნილი მილის დაზიანებამ გამოიწვია.
    „მილი გასკდა, რის შედეგადაც წნევამ დააზიანა გზის საფარი“, – განუცხადა “სითი კვირას”კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა.

     

     

     

     


პარტნიორები