სიახლეები
-
20 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
ბათუმში, გრანდიოზული პროექტი White Sails - ის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსის WhITE SAILS-ის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. White Sails ი წარმომადგენელი Thouse.ge სთან აცხადებს, რომ დასრულდა F კორპუსის კარკასის მშენებლობა და შენობაში ამჟამად მიმდინარეობს შიდა ბლოკის ტიხრების მოწყობა და ფასადის სამუშაოები. E კორპუსში დაიწყო მეცამეტე სართულის მშენებლობა და პარალელურად დაწყებულია A და B კორპუსების სამუშაოები.
კომპლექსი მრავალფუნქციურია და მოიცავს ორ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, 5 აპარტ ჰოტელს. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება სრული ინფრასტუქტურა, გამწვანება, კაზინოები, საბავშვო მოედნები, ჩოგბურთის კორტები.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია. WHITE SAILS -ის კომპლექსი ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო ექსპლუატაციაში კი 2019 წლის მაისში შევა.