მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივნისი  2016

    წელს ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 442 000 ლარი დაიხარჯა

    წელს ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მილიონ 442 000 ლარი დაიხარჯა. როგორც ბულვარის დირექტორმა ცისკარ გოგიტიძემ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, სამუშაოების ფარგლებში მოხდა მწვანე საფარის დაგება და ტერიტორიის მოწესრიება. მისი თქმით, ბულვარში სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

    გოგიტიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარისთვის ახალი წიგნის ფორმის ჯიხურების შეძენა მოხდა, რომელიც სუვენირებისთვის იქნება განკუთვნილი.

    როგორც ბათუმის ბულვარში აცხადებენ ტურისტული სეზონისთვის სამივე ალია გამზადებულია.

    ცისკარ გოგიტიძეს განცხადებით, ბულვარში ახალი კომპლექსების დამატება არ მომხდარა. მისი თქმით, ბულვარის შიდა ტერიტორია უკვე დატვირთულია.

    ასევე, მიმდინარე წელსაც გასული წლის მსგავსად, ბათუმის ბულვარის დაბინძურებაზე ჯარიმები გაიზარდა. გოგიტიძეს განცხადებით, გასულ წელს ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის ჯამში 109 პირის დაჯარიმება მოხდა.

     


პარტნიორები