მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  სექტემბერი  2017

    რუსეთთან დამაკავშირებული გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის აშენებაზე 1.4 მილიონი დაიხარჯა

    „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა.

    ნაგებობა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მოინახულეს.

    ,,ეს არის უნიკალური საინჟინრო ნაგებობა რომელიც ქართული კომპანიების მიერაა აშენებული, ეს არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რადგან ამ ინფრატრუქტურაზეა დამოკიდებული სომხეთისთვის გაზის მიწოდება. ასევე, ჩვენი ქვეყანა ამ მაგისტრალიდან იღებს სატრანზიტო შემოსავლებს. " - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. ახალი გადასასვლელის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.

    პროექტის ღირებულებამ 1 421 574 ლარი შეადგინა და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ შპს „ელიტაბურჯმა“-მა განახორციელა.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები