სიახლეები
-
19 სექტემბერი 2017თქვენი რეკლამა
უმსხვილესი ჩინური სამშენებლო კომპანია საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება
ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group Ltd საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით ინტერესდება.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან დეტალები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ განიხილა.
შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს. კომპანია ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით.
Zhongmei Enginering Group Ltd მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგო კორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.




