სიახლეები
-
17 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად შეამოწმეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მილიონი ლარია.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით.
„მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
1tv.ge