მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  სექტემბერი  2017

    დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
    როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა.

    ​მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, ცინცაძის ქუჩა N81-ის და N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბე მოეწყობა. საბურთალოს რაიონში მიმდინარე სამუშაოებს ამავე რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა ადგილზე გაეცნო.

     

     

     

     


პარტნიორები