მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  სექტემბერი  2017

    თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე ისტორიულ სახლს რეაბილიტაცია უტარდება

    ​თბილისის განვითარების ფონდი, დედაქალაქის ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს. პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ყავლაშვილის ქუჩის N9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

    ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის I ნახევარშია აგებული და თბილისური საცხოვრებლის დამახასიათებელ ნიმუშს წარმოადგენს. ზემო კალას განაშენიანებაში მოქცეული სახლი გამორჩეულია არქიტექტურულ – მხატვრული თვალსაზრისით. მისი მშენებლობა და რეაბილიტაცია თავდაპირველი პროექტის მიხედვით ხორციელდება.

    შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დაასრულებდა.
    მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ფასადის სამღებრო და კარნიზების მოწყობის სამუშაოები, ეზოსა და სართულშუა კიბის მოპირკეთება, ხის ჭვირული აივნების მოაჯირების მოწყობა.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები