სიახლეები
-
14 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
თბილისში, პეკინის ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი იქნება, სხვა ავტომანქანები კი მოძრაობას ცალმხრივად შეძლებენ.
15 სექტემბრისთვის გამზირზე სამუშაოები დასრულდება და ქუჩა დაიხაზება. 18 სექტემბრისთვის კი პეკინის ქუჩა მთლიანად განახლებული იქნება.
რაც შეეხება სატრანსპორტო მოძრაობის გეგმის ცვლილებას. გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ პეკინზე იმოძრავებენ. რეაბილიტირებულ გამზირზე ორმხრივი ველობილიკიც იქნება. სწორედ ამიტომ ტროტუარები 3 მეტრით გაფართოვდა.